воскресенье, 22 декабря 2013 г.

ტრენინგის მეცხრე დღე

დღის წესრიგი:

შესწავლილი მასალის გამეორება;
ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის ხელშესაწყობად  და მოსწავლეთა შეფასების მიზნით;
ჩვენი ნამუშევრების ეფექტურად წარდგინების სტრატეგიები.

ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
გადავხედეთ ჩვენი პორტფოლიოს საბოლოო, ჩასწორებულ ვარიანტს და მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის.
ჩვენმა ტრენერმა, ქალბატონმა ქეთინო ცერაძემ გაგვაცნო რამდენიმე სტრატეგია, თუ როგორ გავუზიაროთ კოლეგებს კუნსტრუქციული უკუკავშირი.

დასრულდა ჩვენი ტრენინგი. უზომოდ კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით. 

суббота, 21 декабря 2013 г.

ტრენინგის მერვე დღე

დღის წესრიგი;

საშინაო დავალების მიმოხილვა;
ფასილიტაციის მასალის შექმნა;
პროექტის გეგმის დახვეწა-სრულყოფა;
პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე;
რეფლექსია

სამუშაო პროცესი:

 ტრენინგი, როგორც ყოველთვის, შესწავლილი მასალის გახსენებით დავიწყეთ.
შემდეგ ინდივიდუალურად შევქმენით ფასილიტაციის მასალა. დავხვეწეთ პორტფოლიოს გეგმა და ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევარი საკუთარ ბლოგზე.

შესვენება: 20 წთ

ვიმუშავეთ ბუკლეტში ცვლილებების შეტანაზე... ვისწავლეთ საათის ჩასმა ბლოგში. დასასრულ მოვახდინეთ რეფლექსია.

ძალიან კმაყოფილი ვარ  დღევანდელი დღით.

воскресенье, 15 декабря 2013 г.

ტრენინგის მე-7 დღე

დღის წესრიგი:

წინა მასალის გამეორება;
ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება;
გეგმის დახვეწა-სრულყოფა;
ბლოგზე მუშაობა; picasa-ს ალბომი
რეფლექსია

სამუშაო პროცესი:

ტრენინგი წინა მასალის გამეორებით დავიწყეთ. ინდივიდუალურად მოვახდინეთ მოსწავლეთა საჭიროებების დადგენა.
დავხვეწე და სრულვყავი გეგმა. ჩავამატე გარკვეული ინფორმაცია.
შემდეგ ჯგუფში ვიმუშავეთ ბლოგზე და picasa-ს ალბომზე.
ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.

суббота, 14 декабря 2013 г.

ტრენინგის მეექვსე დღე

დღის წესრიგი:

1. შესწავლილი მასალის გამეორება;
2. პროექტების შეფასება;
3. ბლოგში მუშაობა-გვერდების შექმნა;
4. რეფლექსია

მუშაობის პროცესი:

ტრენინგი დავიწყეთ შესწავლილი მასალის დეტალური გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების რუბრუკებს და ჩვენ მიერ არჩეული პროექტისათვის საჭირო შეფასების რუბრიკები შევქმენით. ვიმუშავეთ ინდივიდუალურად.
შესვენება: 20 წთ.
ვიმუშავეთ ბლოგში; შევქმენით გვერდები.
როგორც ყოველთვის, ტრენინგის ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია.
დღემ საინტერესოდ ჩაიარა.

воскресенье, 8 декабря 2013 г.

ტრენინგის მეხუთე დღე

დღის წესრიგი:
1. წინა მასალის გამეორება
2. სტანდარტზე მუშაობა
3. საავტორო უფლებები; ციტირება
4. კომენტარები ბლოგზე
5. ბლოგის ინსტრუმენტები
   ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით. მოვახდინე ჩემი პროექტის სტანდარტთან შესაბამისობა. გავარჩიეთ საავტორო უფლებები და გადავიტანეთ მოძიებული ციტატები. ვისწავლეთ კომენტარების გაკეთება  ბლოგზე.
გავეცანით ბლოგის ინსტრუმენტებს: სათაურის, დიზაინის შეცვლას; გაჯეტების და გამოკითხვის ჩასმას. შევქმენით მოსწავლის ბლოგი.
        დღევანდელი დღით ძალიან კმაყოფილი ვარ. უამრავ სიახლეს გავეცანი.

суббота, 7 декабря 2013 г.

ტრენინგის მეოთხე დღე

  ტრენინგი დავიწყეთ წინა სამუშაო დღის გახსენებით.
მოვახდინეთ ბუკლეტების სრულყოფა როგორც შინაარსობრივი, ისე ტექნიკური თვალსაზრისით.
შემდეგ ჩემი პროექტის გეგმა დავხვეწე; შევიტანე მასში ზოგადი ხასიათის ცვლილებები;
ამის შემდეგ პროექტიე პრეზენტაცია მოვამზადე.
ტრენინგი დავამთავრეთ რეფლექსიით.
  დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო, ვინაიდან ახალი ინფორმაციის გაცნობასთან ერთად მოვახდინე ძველი ნასწავლის გამეორებას.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

ტრენინგის მესამე დღე

 ტრენინგი  დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით.
ჯგუფის წევრებმა ინდივიდუალურად მოვახდინეთ პროექტის მიზნების დასახვა.
გავეცანით პროექტის მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებს.
დამოუკიდებლად შევიმუშავეთ არჩეული პროექტისათვის საჭირო კითხვები  გავეცანით პროექტის გეგმას. შევადგინეთ დროში გაწერილი შეფასების გეგმა.
ტრენინგის ბოლოს გავაკეთეთ რეფლექსია.
დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული იყო როგორც ინფორმაციული თვალსაზრისით, ასევე, პრაქტიკული თვალსაზრისით.