დღის წესრიგი:
შესწავლილი მასალის გამეორება;
ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესის ხელშესაწყობად და მოსწავლეთა შეფასების მიზნით;
ჩვენი ნამუშევრების ეფექტურად წარდგინების სტრატეგიები.
ტრენინგი დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით.
გადავხედეთ ჩვენი პორტფოლიოს საბოლოო, ჩასწორებულ ვარიანტს და მოვამზადეთ პრეზენტაცია ჩვენი კოლეგებისათვის.
ჩვენმა ტრენერმა, ქალბატონმა ქეთინო ცერაძემ გაგვაცნო რამდენიმე სტრატეგია, თუ როგორ გავუზიაროთ კოლეგებს კუნსტრუქციული უკუკავშირი.
დასრულდა ჩვენი ტრენინგი. უზომოდ კმაყოფილი ვარ მიღებული ცოდნით.